კლეოპატრა I
From Wikipedia, the free encyclopedia
კლეოპატრა I (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα Σύρα; დ. ძვ. წ. 215 — გ. ძვ. წ. 176) — ეგვიპტის დედოფალი;
სელევკიდების სამეფოს მეფის ანტიოქე III დიდისა და ლაოდიკეს ქალიშვილი. ძვ. წ. 193 წელს პტოლემე V-ის მეუღლე გახდა, პტოლომეების დინასტიიდან. ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. პტოლემე VI, კლეოპატრა II და პტოლემე VII. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (ძვ. წ. 180) კლეოპატრა I მართავდა სახელმწიფოს თავისი უფროსი ვაჟის, პტოლემე VI სახელით გარდაცვალებამდე.