კომოს ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
კომო (იტალ. Lago di Como; ლათ. Larius Lacus) — მყინვარული წარმოშობის ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. მისი ფართობი 146 კმ²-ია და წარმოადგენს იტალიის სიდიდით მესამე ტბას გარდასა და ლაგო-მაჯორეს შემდეგ. 400 მ სიღრმით, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა და მისი ფსკერი ზღვის დონიდან თითქმის 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.
კომო | |
---|---|
Lago di Como | |
კოორდინატები: 46°00′ ჩ. გ. 9°16′ ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია |
სიგრძე | 46 კმ |
სიგანე | 4,5 კმ |
ფართობი | 146 კმ² |
საშუალო სიღრმე | 154 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 410 მ |
აუზის ფართობი | 4 509 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ადა, მერა |
გამომდინარე მდინარე | ადა |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
კომოს ტბა ჯერ კიდევ რომაული ხანიდან პოპულარული ადგილი იყო არისტოკრატთა და დიდებულთა ოჯახებისთვის, დღეისათვის კი ის ძალზედ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მის ნაპირებთან განლაგებულია მრავალი ვილა და სასახლე, ბევრი ცნობილი ადამიანი აქ ფლობდა ან ფლობს საკუთარ სახლს, მათ შორის არიან მეთიუ ბელამი, მადონა, ჯორჯ კლუნი,[1] ჯანი ვერსაჩე, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი და ბენ სპიზი. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მიიჩნევა.[2]