კორონავირუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორონავირუსები — მონათესავე ვირუსთა ჯგუფი, რომლებიც ცხოველებსა და ფრინველებში დაავადებებს იწვევენ. ადამიანებში კორონავირუსები იწვევენ სასუნთქი გზების ინფექციებს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება, ზოგიერთი კი შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს — მაგალითად, SARS-ი, MERS-ი და COVID-19. სხვა სახეობებში სიმპტომები სხვადასხვაგვარია: ქათმებში კორონავირუსები იწვევენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებას, ძროხებსა და ღორებში კი დიარეას. ადამიანის კორონავირუსული ინფექციების ვაქცინები ან სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები ჯერ არ არსებობს.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კორონავირუსი}} |
კორონავირუსები მიეკუთვნება Riboviria-ს სამეფოს Nidovirales-ის რიგის Coronaviridae-ს ოჯახის Orthocoronavirinae ქვეოჯახს. ისინი გარსიანი ვირუსებია დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ გენომითა და სპირალური სიმეტრიის ნუკლეოკაპსიდით. კორონავირუსების გენომის ზომა დაახლოებით 27-34 კილოფუძეა და ამ მხრივ უდიდესია რნმ ვირუსებს შორის. სახელი კორონავირუსი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან კორონა, რაც გვირგვინს ნიშნავს; ელექტრონულ მიკროსკოპში ვირიონების (ვირუსული ნაწილაკები) გარშემო ჩანს მათი ზედაპირიდან წვეტების სახით გამოშვერილი ცილები, რის გამოც ისინი მზის კორონას წააგვანან.