კურლანდია
From Wikipedia, the free encyclopedia
კურლანდია, კურზემე (ლატვ. Kurzeme, გერმ. Kurland) — ლატვიის ისტორიული რეგიონი. უძველესი დროიდან დასახლებული იყო კურშებითა და ბალტიისპირელ-ფინელი ტომებით.
XIII საუკუნის დამდეგს დაიპყრეს გერმანელმა რაინდებმა და შემდეგ დაექვემდებარა ლივონიის ორდენს. 1561-1795 წლებში შედიოდა კურლანდიის საჰერცოგოში, შემდეგ კი რუსეთმა მიიერთა და კურლანდიის გუბერნიად აქცია.