ლაზები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაზები ან ჭანები — ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი. ისტორიული ლაზეთის მკვიდრი მოსახლეობა. ამჟამად სახლობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე მცირე ოდენობით აჭარაში. ლაზები საუბრობენ ქართველურ ენათა ჯგუფში შემავალ ლაზურ ენაზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ შენარჩუნებული აქვთ თავისი ენა და კულტურა. ლაზები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობასა და თევზჭერას, იყვნენ კარგი ნაოსნები.
სწრაფი ფაქტები ლაზებილაზეფე, რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით ...
ლაზები ლაზეფე | |
---|---|
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
თურქეთი | ~250 ათასი |
საქართველო | 2,000 |
ენები | ლაზური, თურქული, ქართული |
რელიგიები | ისლამი (უმრავლესობა), მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი |
დახურვა