ბიზანტიური არქიტექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიზანტიური არქიტექტურა ეწოდება ბიზნანტიის იმპერიის პერიოდის არქიტექტურას, რომელიც თვითმყოფადი ფორმით 330 წლიდან იწყებს ჩამოყალიბებას, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიუმში (მოგვიანებით კონსტანტინოპლი, შემდეგ კი სტამბოლი) გადაიტანა.
ადრეული ბიზანტიური არქიტექტურა ძირითადად რომაული არქიტექტურის გაგრძელებაა. გამორჩეული სტილი თანდათან აღმოცენდა ახლო აღმოსავლეთის მოტივების გავლენითა და ბერძნული ჯვრის ფორმის დაგეგმვით ეკლესიურ არქიტექტურაში. ქვა აგურმა შეცვალა, კლასიკური ორდერი — უფრო თავისუფალმა სტილმა, ხოლო მოზაიკამ — ქვაში ნაკვეთი დეკორაციები. ამ არქიტექტურის გამორჩეული ნიშანი ასევე კომპლექსური სტილის გუმბათები გახდა.