ნიუ-იორკ ჯაიანტსი
From Wikipedia, the free encyclopedia
„ნიუ-იორკ ჯაიანთსი“ (ინგლ. New York Giants) — ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალური გუნდი, რომელიც სახელწოდების მიუხედავად მდებარეობს აღმოსავლეთ რუთერფროდში, ნიუ ჯერსის შტატში. ჯაიანთები ასპარეზობენ აღმოსავლეთ დივიზიონში, რომელიც ეკუთვნის ნაციონალური ფეხბურთის კონფერენციას (National Football Conference - NFC). ნიუ იორკ ჯაიანთსის საშინაო არენა MetLife Stadium-ია, სადაც ჯაიანთების გარდა, მათი პირდაპირი მეტოქე ნიუ იორკ ჯეტსიც მართავს საშინაო შეხვედრებს. სუპერ ბოულ XLVI-ის გამარჯვების შემდეგ, ჯაიანთსი NFL-ის მოქმედ ჩემპიონებად ითვლებიან.
ნიუ-იორკ ჯაიანტსი | |||
![]() | |||
დაარსდა 1925 თამაშობს ნიუ-იორკი | |||
| |||
ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (1925–დღემდე)
| |||
გუნდის ფერები | Blue, Red, White, Gray | ||
მფლობელ(ებ)ი | ჯონ მარა (50%) და სტივ ტიში (50%) | ||
თავმჯდომარე | სტივ ტიში | ||
პრეზიდენტი | ჯონ მარა | ||
მთავარი მწვრთნელი | ტომ კაფლინი | ||
| |||
ლიგის ჩემპიონატები (8)
| |||
კონფერენციის ჩემპიონატები (11)
| |||
დივიზიონის ჩემპიონატები (16)
| |||
| |||
|
ჯაიანთი იმ ხუთი გუნდიდან ერთ-ერთია რომელიც NFL 1925 წელს შეუერთდა. გუნდი იკავებს მესამე ადგილს NFL-ში, 4 სუპერ ბოულის თასით (რომელიც 1967 წლიდან იღებს სათავეს) XXI (1986), XXV (1990), XLII (2007), და XLVI (2011), ასევე 4 სუპერ ბოულის ერამდე აღებული თასით (რომელიც 1920 წლიდან 1967 წლამდე იყო)1927, 1934, 1938, 1956 წლებში, ამ შედეგით ჯაიანტსი ჩამორჩება Green Bay Packers (რომელსაც 13ჯერ აქვს საერთოდ მოგებული თასი) და Chicago Bears (რომელთაც 9ჯერ მოიგეს თასი). ჯაიანთსის ისტორიის მანძილზე, 15 დიდების დარბაზის მოთამაშე ჰყავთ, მათ შორის ნფლ MVP-ის გამარჯვებულები: მელ ჰაინი, ფრენკ ჯიფორდი, ჩარლი კონერლი, Y. A. Tittle და ლოურენს ტეილორი.
გუნდის ყველაზე დიდი მეტოქე Philadelphia Eagles-ია NFC აღმოსავლეთ მეტოქეობაში ყველაზე ძველია, სათავეს 1933 წლიდან იღებს. მათ მეტოქეობას 21-ე საუკუნის NFL-ის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებადაც თვლიან.