ოთხი მართლმორწმუნე ხალიფა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოთხი მართლმორწმუნე ხალიფა (არაბ. الخلفاء الراشدون ალ-ხულაფა'უ-რ-რაშიდუნი) სუნიტური ტრადიციის მიხედვით იყვნენ პირველი ოთხი ხალიფა, რომლებიც იდეალური მუსლიმი მბრძანებლის სიმბოლოებად ითვლებიან. ისინი მაჰმადის ახლო თანამებრძოლნი იყვნენ და ძალაუფლება მემკვიდრეობით არ მიუღიათ.