...სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.
...ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და ბლითს ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.
...ნობელის პრემიის გარდა არსებობს ასევე იგ-ნობელის პრემია, ის ყოველწლიურად ადრე შემოდგომაზე ჰარვარდში მიენიჭება ისეთ ათ მიღწევას მეცნიერებაში, რომლებიც „ჯერ გვაცინებს, შემდეგ კი გვაფიქრებს“.
...ჟურნალ „Scientific American“-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად ადამიანის მიღწევები მის დაუღალავ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული და არა დაბადებით მინიჭებულ ნიჭზე.
... ე. წ. ათი წლის წესით ნებისმიერი პროფესიის დასაუფლებლად 10 წლის დაუღალავი შრომაა საჭირო.
...მზის სისტემის მეათე პლანეტა (შემდგომში ჯუჯა პლანეტად შერაცხული, პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ პროზერფინა შეარქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.