რეფერენდუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
რეფერენდუმი (ლათ. referendum - ის რაც უნდა გახმოვანდეს, plebiscita - თავდაპირველად პლებეების საბჭოს დეკრეტი) — სახელმწიფო სამართალში ამომრჩეველთა კორპუსის მიერ კონსტიტუციური, საკანონმდებლო ან შიდა და გარეპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა. რეფერენდუმის ჩატარებისა და მისი რეგულირების პროცედურას ქვეყნის კანონმდებლობა მართავს.
გამოყენების სფეროს, ჩატარების საშუალებისა და განხილვის საკითხის მიხედვით ანსხვავებენ: კონსტიტუციურ რეფერენდუმს (სრულიად სახალხო კენჭისყრაზე გამოაქვთ კონსტიტუციის პროექტი ან საკონსტიტუციო ჩასწორებები) და საკანონმდებლო (კანონპროექტი), აუცილებელ რეფერენდუმსა და ფაკულტატიურს.