საერთაშორისო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
საერთაშორისო ურთიერთობები (სუ) პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც შეისწავლის საგარეო პოლიტიკასა და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს საერთაშორისო სისტემაში. ეს უკანასკნელი მოიცავს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს. სუ არის როგორც აკადემიური ასევე საჯარო პოლიტიკის სფერო, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნორმატიული. იგი ცდილობს სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის გაანალიზებასა და განსაზღვრას. პოლიტიკური მეცნიერების გარდა, სუ-ს შეხება აქვს ისეთ განსხვავებულ მეცნიერებებთან, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და კულტუროლოგია.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „საერთაშორისო ურთიერთობები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. საერთაშორისო ურთიერთობები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |