საზოგადოებრივი მეცნიერებები
From Wikipedia, the free encyclopedia
საზოგადოებრივი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალმხრივ ასპექტებს. კვლევის მეთოდი დამოკიდებულია დისციპლინის თავისებურებებზე.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საზოგადოებრივი მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
- ანთროპოლოგია — ადამიანის ბიოლოგიური ბუნება, წარმოშობა, რასები;
- არქეოლოგია — ძველი ხალხების კულტურა და ყოფა;
- ეკონომიკა — ადამიანთა საფინანსო-მატერიალური ურთიერთობები;
- ეთნოგრაფია — ხალხთა ყოფა-ცხოვრება და კულტურა;
- იურისპრუდენცია — ადამიანთა თანაცხოვრების წესები;
- სოციოლოგია — საზოგადოების განვითარების კანონები;
- პოლიტიკის მეცნიერება — პოლიტიკური ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია — ადამიანის ფსიქიკური მოქმედებები.