ტოპოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოპოლოგია (ბერძნ. topos – ადგილი, logos – სწავლა) — მათემატიკის დარგი, რომლის შესწავლის ობიექტებია ტოპოლოგიური სივრცეები, უწყვეტი ასახვები, და დაკავშირებული მათემატიკური ცნებები. მისი მეშვეობით ხდება მათემატიკაში ისეთი ფუნდამენტური ცნებების ფორმალიზება, როგორიცაა ბმულობა, კრებადობა, უწყვეტობა და ა.შ. მე-20 საუკუნის დასაწყისში დარგის დაარსებისას, მას geometria situs (ლათ. „ადგილის გეომეტრია“) და analysis situs (ლათ. „ადგილის ანალიზი“) უწოდებდნენ. 1925-75 წლებში მატემატიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იყო.
ტერმინს „ტოპოლოგია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტოპოლოგია (მრავალმნიშვნელოვანი). |