უპანიშადები
From Wikipedia, the free encyclopedia
უპანიშადები (სანსკრ. उपनिषद्) — ძველინდური რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის ტრაქტატები. წარმოადგენს ვედების ნაწილს და ეხება ინდუიზმის წმინდა წერილებს. მასში ძირითადად განხილულია ფილოსოფია, მედიტაცია და ღმერთის ბუნება. ითვლება, რომ უპანიშადებში დევს ვედების ძირითადი არსი. ამის გამო, მას, აგრეთვე უწოდებენ „ვედანტას“ (ვედების დასასრულს) და ისინი წარმოადგენს ვედანტური ინდუიზმის საფუძველს. უპანიშადები ძირითადად აღწერს სრული ჭეშმარიტების უპირობო ასპექტს.