ფსიქოანალიზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფსიქოანალიზი (ფსიქო... და ანალიზი) — ფსიქოთერაპიის მეთოდი და ზოგადფსიქოლოგოური მოძღვრება, რომელიც კვლევის ძირითადი ობიექტად ხდის არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებსა და მოტივაციას. ის პირველი სტრუქტურიზებული ფსიქოდინამიკური თეორიაა. ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში, მისი ფუძემდებელია ფროიდი, ნაწილობრივ, ფსიქოანალიზის წარმოშობა ეფუძნება ბრეიერის კლინიკურ სამუშაოს.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ფსიქოანალიზი}} |
ფროიდი გვაფრთხილებს, რომ ფსიქოანალიზის შესწავლას აუცილებლად თან სდევს არასრულფასოვნების განცდის გაცნობიერება და ასევე საკუთარი აზროვნების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება მისდამი. ფსიქოანალიზი სიტყვით განკურნების საშუალებაა, მაგრამ იგი გულისხმობს ძალზე ინტიმურ გარემოს აუცილებლად ორ ადამიანს შორის. ფსიქოანალიზი ინტელექტს სერიოზულ დარტყმას აყენებს რადგან იგი გვარწმუნებს, რომ ინტელექტი ემყარება არაცნობიერი მოტივების წაქეზებას და არა ე.წ. თავისუფალ არჩევანს აზროვნებაში; ხოლო მორალურ-ესთეტიკურ შეხედულებებს ცვლის ახალი შეხედულებით მათდამი, რომელიც გულისხმობს მათში სექსუალური ლტოლვების(ამ ცნების არამარტო ვიწრო მნიშვნელობით) უმნიშვნელოვანეს როლს, როგორც ეს ნერვული აშლილობებისას ხდება... ეს იმას ნიშნავს, რომ სექსუალური ლტოლვები სახეცვლილი გვევლინებიან და ხელოვნების ან რელიგიის (ესთეტიურ ან მორალურ) სახეს იძენენ. ამის ხარჯზე პიროვნება, სექსუალურ ენერგიას სხვა გასოციალურებულ ფორმებში წარმართავს ანუ ახდენს სუბლიმაციას. სუბლიმაცია კულტურის შექმნის უფუნდამენტალურესი წინაპირობაა, რომელიც ზემოაღნიშნულ ფსიქიკურ ფენომენს ეყრდნობა. ლათინური სიტყვა Sublimo-(ვმაღლდები) ასევე გამოიყენება მყარი ნივთიერების აირად მდგომარეობაში გადასვლის აღსანიშნავად. პიროვნება, რომელიც სუბლიმირებს რისკავს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რადგან იგი სექსუალური დაკმაყოფილების კომპრომისულ-ჩანაჩვლებით საშუალებას-სუბლიმაციას მიმართავს.სუბიეტი სექსუალურ აქტს შემოქმედებითი ან სპორტული აქტივობით ჩაანაცვლებს(ხატვა, სიმღერა, სირბილი და ა.შ). ეს ძალზე ზოგადი და უნივერსალური ფსიქიკური პრინციპია, რადგან სექსუალური და აგრესიული ლტოლვები ურთიერთჩანაჩვლებასაც განიცდიან. სექსუალური ლტოლვის რეალიზების შეფერხებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნერვიული სიმპტომი (მამაკაცებში, როდესაც ადგილი აქვს ჭარბ „ფურთხებას“, რომელსაც არ გააჩნია ფიზიოლოგიური ან სიტუაციური განპირობება განიხილება, როგორც სპერმის გამოყოფის კომპრომისული-სახეცვლილი ფორმა; ქალებში - გადაჭარბებული მიდრეკილება კვებისკენ; ვერბალური სიბილწე - გინება, რომელიც აგრესიულობის ამაღლებულ დონეს მოასწავებს და ა.შ), რომელიც ფსიქოანალიზში განიხილება ფსიქიკური პრობლემის გარე გამოხატულებად.