ჩინგიზ-ყაენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინგიზ-ყაენი, ჩინგის ყაენი, ჩინგისხანი (მონღ. Чингис Хаан [ʧiŋgɪs χaːŋ]), დაბადების სახელი თემუჩინი (დ. 1162? — გ. 18 აგვისტო, 1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად.
ჩინგიზ-ყაენი | |
---|---|
Чингис Хаан | |
მონღოლთა იმპერიის 1-ლი დიდი ყაენი | |
მმართ. დასაწყისი: | 1206 |
მმართ. დასასრული: | 18 აგვისტო, 1227 |
მემკვიდრე: | უგედეი-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | სავარ. 1155 ან 1162 |
დაბ. ადგილი: | დელიუნ-ბოლდოკის ხეობა, მდ. ონონის სათავესთან |
გარდ. თარიღი: | 18 აგვისტო, 1227 |
მეუღლე: |
ბორტე, ხულანი, ესუგენი, ესუი |
შვილები: |
ვაჟები: ჯუჩი ჩაღათა-ხანი უგედეი-ყაენი ტოლუი ქიულ-ხანი ხარაჩარი ჩახური ხარხადი. ქალიშვილები: ხოჯინ-ბეგი ცეცეიხენი ალანგაა თემულენი ალდუნი. |
სრული სახელი: |
ჩინგიზ ყაენი მონღ. Чингис хаан ძვ.მონღ. (მარჯვნივ) |
დინასტია: | ბორჯიგინები |
მამა: | იესუგეი |
დედა: | ოელუნი |
ჩინგისხანი (დაბადების სახელი თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა (მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს).