წაბლა წყალმცენარეები
From Wikipedia, the free encyclopedia
წაბლა წყალმცენარეები (ლათ. Phaeophyta) — მრავალუჯრედიანი, ძაფისებრი ან უფრო რთული აგებულების წყალმცენარეებია, ვეგეტაციურ პერიოდში უმოძრაო ორგანიზმებია, სხვადასხვა ელფერის წაბლისფერი ან მოყვითალო-წაბლისფერი. სახამებელი არ უვითარდებათ. სქესობრივი პროცესი აქვთ. თითქმის ყველა ისინი ცხოვრობენ ზღვაში.