ხელოვნებათმცოდნეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხელოვნებათმცოდნეობა — ფართომნიშვნელობით საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის ხელოვნებას–საზოგადოების მხატვრულ კულტურას მთლიანობაში და ხელოვნების ცალკეულ დარგებს. მათ სპეციფიკას, დამოკიდებულებას სინამდვილისადმი, მათ ადგილს საზოგადოებრივი ცნობიერების ისტორიაში, მათ კავშირს სოციალურ ცხოვრებასთან და სხვა კულტურულ მოვლენებთან, მხატვრულ ნაწარმოებთა შინაარსისა და ფორმის კვლევის საკითხთა მთელ კომპლექსს. ხელოვნებთმცოდნეობა მოიცავს ლიტერატურათმცოდნეობას, მუსიკათმცოდნეობას, თეატრმცოდნეობას და კინომცოდნეობას. იგი მოიცავს ხელოვნებათა თეორიას, ხელოვნების ისტორიას და მხატვრულ კრიტიკას. XIX საუკუნეში ხელოვნებათმცოდნეობა საბოლოოდ გაფორმდა მეცნიერებად.