ჯეიმზ IV (შოტლანდია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ IV (ინგლ. James IV; დ. 17 მარტი, 1473 — გ. 9 სექტემბერი, 1513) — შოტლანდიის მეფე სტიუარტების დინასტიიდან, ჯეიმზ III-ის ვაჟი. ჯეიმზ IV აღიარებულია შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო მონარქად. მისი მმართველობა დასრულდა 1513 წლის 9 სექტემბერს, როდესაც მოკლეს ფლოდენის ბრძოლაში.
ჯეიმზ IV | |
---|---|
lang-en | |
შოტლანდიის მეფე | |
კორონაცია: | 24 ივნისი, 1488 |
მმართ. დასაწყისი: | 11 ივნისი, 1488 |
მმართ. დასასრული: | 9 სექტემბერი, 1513 |
წინამორბედი: | ჯეიმზ III |
მემკვიდრე: | ჯეიმზ V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 მარტი, 1473 |
დაბ. ადგილი: | სტირლინგი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 9 სექტემბერი, 1513 |
გარდ. ადგილი: | ინგლისი |
მეუღლე: | მარგარეტ ტიუდორი |
შვილები: |
ჯეიმზი, როთსეის ჰერცოგი არტური, როთსეის ჰერცოგი ჯეიმზ V ალექსანდრე, როსის ჰერცოგი |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჯეიმზ III |
დედა: | მარგარეტ დანიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჯეიმზი დაიბადა 1473 წლის 17 მარტს, მამამისის მმართველობის პერიოდში. მისი დედა იყო მარგარეტ დანიელი. ჯეიმზი დაბადებიდან ატარებდა როთსეის ჰერცოგის ტიტულს. იგი ტახტის უმთავრეს პრეტენდენტად ითვლებოდა და თავიდანვე ქვეყნის მმართველობისთვის ემზადებოდა. პრინცი ჯეიმზი ედინბურგის სასახლეში იზრდებოდა.
1488 წლის 11 ივნისს ჯეიმზ III სოჩიბერნის ბრძოლაში მოკლეს და მეფე 15 წლის ჯეიმზი გახდა. მისი კორონაცია 24 ივნისს შედგა. ახალგაზრდა მეფე მალევე მიხვდა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და ენერგიულად შეუდგა სამეფოს მართვას.
1503 წელს, შოტლანდიასა და ინგლისს შორის მშვიდობის დასამყარებლად პრინცი ჯეიმზი დაქორწინდა ინგლისის მეფის, ჰენრი VII-ის ქალიშვილ მარგარეტ ტიუდორზე, რომელიც მომავალში ჯეიმზ V-ის დედა გახდა.
შოტლანდია-საფრანგეთს შორის ალიანსი არსებობდა. როდესაც ინგლისმა საომარი მოქმედებები განახორციელა საფრანგეთის სამეფოს წინააღმდეგ, შოტლანდია იძულებული გახდა ინგლისისათვის ომი გამოეცხადებინა. 1513 წლის 9 სექტემბერს მათ შორის ფოლდენის ბრძოლა გაიმართა. მეფე ჯეიმზ IV-ც ამ ბრძოლას შეეწირა. იგი იყო უკანასკნელი მონარქი, არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ მთელ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა.
ჯეიმზ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, შოტლანდიის ტახტი ჯეიმზ V-ს ერგო, რომელიც ჯერ ორი წლისაც კი არ იყო. ამიტომ, მცირეწლოვანი მეფის რეგენტი მისი დედა მარგარეტ ტიუდორი გახდა.
მეფე ჯეიმზ IV-ს რამდენიმე არალეგალური შვილიც ჰყავდა.