ჰაჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაჯი (არაბ. حج) — მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში. ამჟამად უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობა მსოფლიოში, რომელიც ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება — მორალური ვალდებულება ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მექაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჰაჯი მაჰმადიან ხალხთა სოლიდარობის დემონსტრაცია და მათ მიერ ალაჰისადმი (ღმერთისადმი) მორჩილების გამოხატვაა. პილიგრიმებს განსაკუთრებული ტანსაცმელი აცვიათ, ეს ტანისამოსი ერთნაირია, ამიტომ სხვადასხვა სოციალური ფენისა და კულტურის წარმომადგენელი ღვთის წინაშე თანაბარია.