ჰორნის კონცხი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰორნის კონცხი (დან.: Kaap Hoorn (?·i); ესპ. Cabo de Hornos ნიდერლანდების ქალაქ ჰოორნის სახელობის) — მდებარეობს ცეცხლოვანი მიწის უკიდურეს სამხრეთში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰორნი. |
ჰორნის კონცხი სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთ წერტილი და დრეიკის სრუტის ჩრდილოეთ საზღვარია. მრავალი წლის მანძილზე ის იყო კლიპერის გზის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი, რომლის მიხედვითაც იალქნიანი გემები ეზიდებოდნენ ტვირთს მსოფლიოს გარშემო. თუმცაღა ძლიერი ქარების, დიდი ტალღებისა და აისბერგების გამო კონცხის ირგვლივ მდებარე წყლები არის საშიში. ამის გამო ის ცნობილი იყო როგორც მეზღვაურების სასაფლაო.