გორაფის ტბა
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
გირაფის ტბა, ყვარაშის ტბა — ტბა საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს აფხაზეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2175 მ-ზე. გორაფის ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ ცირკს. წყლის სარკის ფართობია 0,08 კმ², აუზის ფართობი 2,8 კმ², საშუალო სიღრმე 7,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 15,6 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გამდინარეა. გორაფის ტბიდან გაედინება მდინარე ჩხალთის მარჯვენა შენაკადი ყვარაში. ტბის წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. ფერი მოლურჯო.[2] ზაფხულში ზედაპირზე წყლის ტემპერატურა 15–16 °C-ია. ფსკერთან ტემპერატურა დაახლოებით 4 °C უდრის. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ტბაში გავრცელებულია კალმახი. ყვარაშის ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[3]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორაფი. |
სწრაფი ფაქტები გორაფის ტბა ...
გორაფის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′35″ ჩ. გ. 41°30′40″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2175 მ |
ფართობი | 0,08 კმ² |
საშუალო სიღრმე | 7,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 15,6 მ |
გამჭვირვალობა | 9 მ |
აუზის ფართობი | 2,8 კმ² |
დახურვა