ნახევარტბა
ტბა საქართველოსა (კახეთი) და რუსეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნახევარტბა, ბაშლეხელი — ტბა საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს საზღვარს საქართველოსა და რუსეთს შორის. მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2713 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², საშუალო სიღრმე 6,0 მ, მაქსიმალური სიღრმე 12,8 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. სამხრეთ ნაპირიდან გაედინება მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი შრომისხევი. ტბის წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.[2]
სწრაფი ფაქტები ნახევარტბა ...
ნახევარტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°56′33″ ჩ. გ. 46°20′46″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე), დაღესტანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2713 მ |
ფართობი | 0,02 კმ² |
საშუალო სიღრმე | 6,0 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 12,8 მ |
დახურვა