აალტოს უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
აალტოს უნივერსიტეტი (ფინ. Aalto-yliopisto, შვედ. Aalto-universitetet) — ტექნოლოგიებსა, ბიზნესსა და დიზაინზე ორიენტირებული სამი უმაღლესი სასწავლებლის შერწყმის შედეგად შექმნილი უნივერსიტეტი ფინეთში. აალტო სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ფინეთში. უნივერსიტეტი მოიცავს ექვს სკოლას სადაც ამჟამად 12 000-მდე სტუდენტი სწავლობს [8]. აალტოს უნივერსიტეტის ძირითადი ნაწილი განლაგებულია ესპოოში. მთავარი კამპუსის გარდა უნივერსიტეტი ასევე მოქმედებს ჰელსინკიში, მიკკელიში, პორიში და ვაასაში.
აალტოს უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 2010 |
ატარებს სახელს | ალვარ აალტო |
ტიპი | საჯარო |
პრეზიდენტი | ტუულა ტეერი |
პროვოსტი | ილკკა ნიემილა |
სტუდენტი | 12 000[1] |
მისამართი | ოტაკაარი 1 ბ, 02150 ესპოო |
ქალაქი | ესპოო |
ქვეყანა | ფინეთი |
ტელეფონი | +358 9 47001 |
ფერები |
ლურჯი, ყვითელი და წითელი |
კავშირები | Top International Managers in Engineering, World Wide Web Consortium[2] [2] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[3] , arXiv[4] , FinELib[5] , ORCID[6] და Coalition for Advancing Research Assessment[7] |
აფილაცია | CLUSTER |
http://www.aalto.fi/ |
2013 წელს ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია QS Quacquarelli Symonds-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიოტინგში უნივერსიტეტი მსოფლიოს 196 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელთა სიაში მოხვდა.
უნივერსიტეტს სახელი ცნობილი ფინელი არქიტექტორის ალვარ აალტოს პატივსაცემად დაარქვეს. ალვარ აალტო იყო, აალტოს უნივერსიტეტში შემავალი, ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ესპოოში განლაგებული მთავარი კამპუსის დაგეგმარებაში [9].