აბანოს მინერალური ტბა - Wikiwand
For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for აბანოს მინერალური ტბა.

აბანოს მინერალური ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოს მინერალური ტბა

აბანოს მინერალური ტბა
კოორდინატები: 42°35′29″ ჩ. გ. 44°25′32″ ა. გ. / 42.59139° ჩ. გ. 44.42556° ა. გ. / 42.59139; 44.42556
მდებარეობა
 საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2300 
ფართობი 0,0004 კმ²
აბანოს მინერალური ტბა
აბანოს მინერალური ტბა

აბანოს მინერალური ტბა — ბუნებრივი წარმოშობის მინერალური ტბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფელ აბანოს აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. ფართობი 0,04 ჰა.[1] ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყარო ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ამოსვლის ადგილას ქმნის პატარა ტბას, რომელიც შფოთიანად, ხმაურით „დუღს“, ნახშირორჟანგა აირის ბუშტებისაგან. წყალი მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან ტიპს. აირის წნევის ძალით წყალი 10–15 სმ სიმაღლეზე აიტყორცნება. ტბის ზედაპირს საამური ლაჟვარდი ფერი აქვს, კარგად მოჩანს თერგის გაღმიდანაც. წყაროს დებიტია 2,5 მლნ. ლიტრი დღე-ღამეში. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოებისას იღუპებიან და ამიტომ აქ ყოველთვის შეიძლება შეგვხვდეს დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყებისა და ჩიტების გვამები. უახლოესი დასახლებული პუნქტებია ნასოფლარი ქეთერისი და სოფელი აბანო, სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს, შედარებით მოშორებულია სოფელი კობი.[2] აბანოს მინერალური ტბა ბუნების ძეგლია და შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[1] ზოგჯერ უძირო ტბის სახელითაც მოიხსენიება.[3]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 231
  2. დაცული ტერიტორიების სააგენტო | აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
  3. კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 316
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
აბანოს მინერალური ტბა
Listen to this article