From Wikipedia, the free encyclopedia
აბას III (სპარს. شاه عباس سوم, დ. იანვარი, 1732 — გ. თებერვალი, 1740) — სეფიანების დინასტიის ბოლო, მეთერთმეტე წარმომადგენელი, ირანის ნომინალური შაჰი 1732-1736 წლებში, შაჰ-თამაზ II-ისა და შაჰფური ბეგუმის ვაჟი.
აბას III | |
---|---|
სეფიანთა ირანის მე-11 შაჰი[1] | |
მმართ. დასაწყისი: | 1732 |
მმართ. დასასრული: | 1736 |
წინამორბედი: | თამაზ II |
მემკვიდრე: | ნადირ-შაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | იანვარი, 1732 |
გარდ. თარიღი: | თებერვალი, 1740 |
გარდ. ადგილი: | საბზევარი |
სრული სახელი: | აბას მირზა მეჰვილი |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | თამაზ II |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
იგი ახლადდაბადებული იყო, როდესაც 1732 წელს, ნადირ ხანმა (მომავალში ნადირ-შაჰმა), მამამისი ტახტიდან გადააყენა და მისი სამწლიანი მმართველობა დაასრულა, ხოლო ჩვილი აბასი ირანის შაჰად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, აბასი იყო ირანის ნომინალური მმართველი, სინამდვილეში ირანს ნადირ-ხანი მართავდა.
4 წლის შემდეგ, ნადირ-ხანმა აბასიც გადააგდო ტახტიდან და ტახტზე თავად ავიდა ნადირ-შაჰის სახელით. ამით დასრულდა სეფიანების თითქმის ორ საუკუნენახევრიანი მმართველობა. ნადირ შაჰი ტყვეობაში ამყოფებდა თამაზსა და მის მცირეწლოვან შვილს. 1740 წელს, როდესაც ნადირ-შაჰი ლაშქრობაში იმყოფებოდა, მისმა ვაჟმა შეიტყო, რომ იგი გარდაიცვალა და იმისთვის, რომ ტახტის შემცილებელი არავინ ჰყოლოდა, ყოფილი შაჰების: თამაზ II-ისა და აბასის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.