From Wikipedia, the free encyclopedia
აბრაჰამ I, აბრამი — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1280-1310 წლებში, ადრე მეფის ჯვრისმტვირთველი, პოლიტიკური მოღვაწე. დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე.
აბრაჰამ კათალიკოსის ცხოვრება ვრცლად არის აღწერილი ქართველთ მამათა ცხოვრებაში. როგორც ჩანს სხვადასხვა საეკლესიო წიგნებიდან ის მცირე ხნით იყო კათალიკოსად.
აბრაჰამ I ურდოში თან ახლდა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი მალულად საქართველოში ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. აბრაჰამ I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. აბრაჰამ I-ის შესახებ ცნობები დაცულია მისი თანამედროვე ანონიმი ჟამთააღმწერლის (XIV ს.) თხზულებაში ("ქართლის ცხოვრება", ტ. 2, თბილისი, 1959).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.