აბუხალოს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
აბუხალოს უღელტეხილი[1] — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების ტანისა და ძამის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 2200 მ. გადასასვლელი მდინარე ტანის (ატენის ხეობის) სათავეებიდან (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურიდან) მდინარე ძამის ხეობაში (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში). უღელტეხილის სამხრეთით გვირგვინას ქედზე არის მთა აბუხალო (2255 მ).[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბუხალო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები აბუხალოს უღელტეხილი ...
აბუხალოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 41°48′55″ ჩ. გ. 43°47′21″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქარელის მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2200 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
დახურვა