From Wikipedia, the free encyclopedia
აგრიჯენტო (იტალ. Agrigento, 1927 წლამდე ჯირჯენტი) — ქალაქი იტალიაში (კუნძულ სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე). აგრიჯენტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მაღლობზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ორი მდინარე, ჰიპსაის და აკრაგასი, ასევე მის ჩრდილოეთით მდებარე მთაგრეხილი ქალაქს ბუნებრივ ციხესიმაგრედ აქცევს.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
აგრიჯენტო სიცილ. Girgenti | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
კოორდინატები | 37°18′45″ ჩ. გ. 13°34′30″ ა. გ. | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 580[1] | ||||
ფართობი | 245.32 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 230±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 55 512 (1 იანვარი, 2023)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0922 | ||||
საფოსტო ინდექსი | 92100 | ||||
საავტომობილო კოდი | AG | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.comune.agrigento.it/ | ||||
აგრიჯენტო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 37°19′00″ ჩ. გ. 13°35′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 831 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 831 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ძველად აგრიჯენტოს ადგილას იყო ბერძნული ქალაქი აკრაგანტი (ბერძ. Akragas, ლათ. agrigentum — აგრიგენტი), დორიული კოლონია, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 582 წელს როდოსელებმა დააარსეს. აგრიჯენტო ანტიკური ხმელთაშუა ზღვისპირეთის მსხვილი სააჭრო ცენტრი იყო. ძვ. წ. 405 წელს კართაგენელებმა დაანგრიეს, ხოლო ძვ. წ. 341 წელს აღადგინა ტიმოლეონმა. ძვ. წ. 262 წელს პუნიკური ომების დროს აგრიჯენტო რომაელებმა აიღეს და გაძარცვეს, ხოლო მისი მოსახლეობა მონებად გაყიდეს. ძვ. წ. 137-132 წლებში სიცილიის მონათა პირველი აჯანყების დროს აგრიჯენტო იყო აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. შუა საუკუნეებში ბიზანტიას ეკუთვნოდა. 828 წელს არაბებმა დაიპყრეს, 1086 წელს — ნორმანებმა. შემორჩენილია ანტიკური ქალაქის ნანგრევები (ძვ. წ. VI-V საუკუნეების ბერძნული ტაძრები და სხვა).
ქალაქის არქეოლოგიური ზონა 1997 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.