ადგილობრივი მმართველობა ფილიპინებში
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპინებში ადგილობრივი მმართველობის ერთეულები სამ დონედ იყოფა: პროვინციები და დამოუკიდებელი ქალაქები; შემადგენელი ქალაქები და მუნიციპალიტეტები და ბარანგაები. ზოგიერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ბარანგაებზე უფრო დაბალი ადგილობრივი მმართველობის ერთეულები: სიტიოები და პუროკები გამოიყოფა. სიტიოებისა და პუროკების გარდა ადგილობრივი მმართველობის ყოველ ერთეულს საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ჰყავს. სიტიოებსა და პუროკებს ხშირად ბარანგაის კაპიტნები მართავენ.
პროვინციები და დამოუკიდებელი ქალაქები რეგიონების შემადგენლობაში შედის, მაგრამ ისინი ადმინისტრაციული რეგიონებია და საკუთარი არჩეული სამთავრობო ორგანოები არ ჰყავთ.
ფილიპინების კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს „ადგილობრივი ავტონომია“ გააჩნიათ, რომლებშიც „ძირითად ზედამხედველობას“ ფილიპინების პრეზიდენტი ახორციელებს. 1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ერთეული შეიძლება არსებობდეს პროვინციის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ან ბარანგაის სახით.[1] ყველა ადგილობრივ მმართველობით ერთეულს საკუთარი კანონმდებლები (Sanggunian) და აღმასრულებლები (გუბერნატორი, მერი ან ბარანგაის კაპიტანი) ჰყავს, რომლებსაც შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ერთეულის მოსახლეობა ირჩევს. 25-ე სექციის თანახმად, ფილიპინების პრეზიდენტი პროვინციებსა და დამოუკიდებელ ქალაქებს სააგენტოების მეშვეობით ზედამხედველობს. ადგილობრივი მმართველობის ერთეულები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ფილიპინების ამე-ის მთავარ დონეს წარმოადგენენ. პატეროსი არც ერთ პროვინციას მიეკუთვნება, მაგრამ ისიც ადგილობრივი მმართველობის პირველადი დონის ერთეულია.