ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia
ადუედააძიჟი[1] — მყინვარული ცირკის ტიპის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ-ზე. უჭირავს მყინვარული ცირკის ძირი. ზედაპირის ფართობი 0,32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9,48 მლნ. მ³.[3] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გეგმაში ტბას ოვალური მოხაზულობა აქვს; გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. ნაპირები დაუნაწევრებელია.[3] უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16–18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.[3]
ადუედააძიჟი | |
---|---|
კოორდინატები: 42°58′21″ ჩ. გ. 41°45′26″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2411 მ |
ფართობი | 0,32 კმ² |
მოცულობა | 0,00948 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 29,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
აუზის ფართობი | 2,3 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ადუედა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.