აზერბაიჯანის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა (აზერ.Azərbaycan Respublikasının bayrağı) - წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოს (ჰიმნთან და გერბთან ერთად). დროშა დამტკიცებული იქნა 1918 წლის 9 ნოემბერს, როგორც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (ადრ) სახელმწიფო დროშად, რომელიც არსებობდა 1920 წლამდე . 1991 წლის 5 თებერვალს დროშა დამტკიცდა, როგორც, იმავე წელს დამოუკიდებლობა გამოცხადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2009 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულებით, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის უკვდელსაყოფად, ყოველწელს 9 ნოემბერი აღინიშნება როგორც „სახელმწიფო დროშის დღე“. დროშის აღნაგობა