From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის ეროვნული კრება (მილი მეჯლისი) (აზერ. Azərbaycan Respublikasının Milli Məclisi — ეროვნული კრება) — აზერბაიჯანის ერთპლატიანი პარლამენტი; ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი Azərbaycan Respublikasının Milli Məclisi | |
---|---|
მე-6 მოწვევის პარლამენტი | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე |
საჰიბა გაფაროვა, ახალი აზერბაიჯანი 10 მარტი 2020-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 125 |
პოლიტიკური ჯგუფები |
ახალი აზერბაიჯანი (70) სხვა პარტიები (4) |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 9 თებერვალი 2020 |
სხდომების ადგილი | |
AZ 1152, პარლამენტის პროსპექტი 1, მილი მეჯლისის შენობა, ბაქო აზერბაიჯანი | |
საიტი | |
www.meclis.gov.az |
მილი მეჯლისი (ეროვნული საბჭო) შეიქმნა აზერბაიჯანის უმაღლესი საჭოს ბაზაზე პარლამენტარული კომისიის თანხმობით 1991 წლის 26 ნოემბერს დაარქივებული 2007-07-07 საიტზე Wayback Machine. .
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატები ამოირჩევიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბაზაზე და საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების, თავისუფალი, პირადი და საიდუმლო კენჭისყრის გზით. მილი მეჯლისი შესდგება 125 დეპუტატისაგან, რომლებიც ირჩევიან ხუთი წლით.
მილი მეჯლისის არჩევნები მიმდინარეობს ყოველ ხუთ წელიწადში ნოემბრის პირველ კვირა დღეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატად ვერ აირჩევიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომელთაც სხვა სახელმწიფოებისადმი აქვთ ვალდებულება; აგრეთვე მომუშავენი აღმასრულებელ და სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა ფინანსური საქმიანობით დაკავებული პირები, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და რელიგიური მოღვაწეებისა; პირები, რომელთა არაქმედითუნარიანობა დადასტურებულია სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულები მძიმე დანაშაულზე.[1]
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა შემოფარგლულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის მოწვევის უფლებამოსილების ვადით.[2]
აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 წელს მიღწეულ ყოველ მოქალაქეს შეუძლია არჩეულ იქნას მილი მეჯლისის დეპუტატად კანონმდებლობის შესაბამის საკანონმდებლო საფუძველზე. ეს ნორმა დამტკიცებულია 2016 წლის კონსტიტუციური რეფერენდუმით. ჩასწორების შეტანამდე მილი მეჯლისში არჩევა მხოლოდ 25 წელს მიღწეულ პირებს შეეძლოთ.[3]
დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში პირველი საპარალამენტო არჩევნები 1995 წელს შესდგა. ხმათა უმრავლესობა ამ არჩევნებზე (62%) ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიიღო.
შედგება ერთი პალატისგან (125 დეპუტატი), ირჩევა 5 წლით ერთმანდატიანი ოლქებით.
პირველი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გაიმართა 1995 წელს, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღო (62%).
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატები აირჩევიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საერთო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების თავისუფალ, პირადი და ფარული კენჭისყრით. მილი მეჯლისი შედგება 125 დეპუტატისგან, რომლებიც აირჩევიან ხუთი წლის ვადით.
არჩევნებს ყოველ ხუთ წელიწადში იმართება ნოემბრის პირველ კვირას[5].
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა შემოიფარგლება მილი მეჯლისის მოწვევის თარიღით[6].
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე 25 წლის ასაკში შეიძლება არჩეულ იქნეს კანონის შესაბამისად, როგორც მილი მეჯლისის წევრი[7].
პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა 2015 წლის 1 ნოემბრიდან აირჩიეს. 2005 წლის დეკემბრის დასაწყისში დამტკიცდა 115 საარჩევნო ოლქის კენჭისყრის შედეგებით და პარლამენტმა დაიწყო მუშაობა.
მილლი მეჯლისის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ოქტაი ასადოვი.
ბოლო არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 1 ნოემბერს:
ახალი აზერბაიჯანი - 70
სამოქალაქო სოლიდარობის პარტია - 3
პარტია "სამშობლო" - 1
უპარტიო - 41
მოწვევა | ხელმძღვანელი | პირველი მოადგილე | მოადგილე | მოადგილე |
---|---|---|---|---|
1995 - 2000 | რასულ გულიევი | არიფ რაჰიმზადე | იაშარ ალიევი | - |
2000 - 2005 | მურთუზ ალესქეროვი | არიფ რაჰიმზადე | ზიაფეთ ასკეროვი | გიოვრახ ბახშალიევა |
2005 - 2010 | ოქტაი ასადოვი | ზიაფეთ ასკეროვი | ბაჰარ მურადოვა | ვალეჰ ასქეროვი |
2010 - 2015 | ოქტაი ასადოვი | ზიაფეთ ასკეროვი | ბაჰარ მურადოვა | ვალეჰ ასქეროვი |
2015 - 2020 | ოქტაი ასადოვი | ზიაფეთ ასკეროვი | ბაჰარ მურადოვა | ვალეჰ ასქეროვი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.