აზო
From Wikipedia, the free encyclopedia
აზო (აზოჲ), აზონი, ლეგენდარული პირი — იხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. "მოქცევაი ქართლისაის" თანახმად, აზო არიან-ქართლის მეფის შვილი იყო. მას თავისი მამის ქვეყნიდან, ქართველების პირვანდელი სამშობლოდან, წამოუყვანია 18 სახლი (გვარი) და დაუსახლებია მცხეთაში და მის მიდამოებში. ასე წარმოქმნილა ქართლის სამეფო, რომლის პირველი მეფე თვითონ აზო/ აზონი გამხდარა. ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" მიხედვით, აზონი ბერძენია, ქართველთა მტერი. ალექსანდრე მაკედონელს მმართველად დაუყენებია მცხეთაში. ქართველები ფარნავაზ მცხეთელისა და ეგრისის ერისთავ ქუჯის წინამძღოლობით ასჯანყებიან აზონს. სამშობლო ბერძენთა უღლისაგან გაუთავისუფლებიათ, დაუარსებიათ ქართლის სამეფო და პირველ მეფედ ფარნავაზი დაუსვამთ.[8]
სწრაფი ფაქტები აზო (აზოჲ), აზონი, მმართ. წლები: ...
აზო (აზოჲ), აზონი | |
---|---|
მითრიდატე (მიჰრდატ), მითრანე[1] | |
იბერიის მთავარი[2][3] | |
მმართ. წლები: |
ძვ. წ. 330–272[4] ძვ. წ. 326–302[5] ძვ. წ. 322–302[6] |
მემკვიდრე: | ფარნავაზ I |
გარდ. ადგილი: | ქაჯთა ქალაქი ჰური – არტაანთან |
მამა: | არიან-ქართლის მეფე,[7] იარედოსი/ იარედი. |
დახურვა