აკრა
From Wikipedia, the free encyclopedia
აკრა (ინგლ. Accra) — განის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2013 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 2 291 352 ადამიანი. ქალაქის გარშემო არსებული აგლომერაცია და უშუალოდ დედაქალაქი, წარმოადგენს დიდ აკრას. ქალაქი აკრა აგრეთვე არის ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. აკრის რეგიონში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ამ მხარეს განაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად აქცევს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკრა (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
აკრა Accra | |||
| |||
ქვეყანა | განა | ||
შიდა დაყოფა | Ablekuma Central Constituency, Ablekuma North Constituency, Ablekuma South, Ashiedu Keteke, Ayawaso East Constituency, La Nkwantanang Madina, Okaikwei North Constituency და Okaikwei South Constituency | ||
კოორდინატები | 5°33′00″ ჩ. გ. 0°12′00″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | Mohammed Adjei Sowah[1] | ||
პირველი ხსენება | მე-15 საუკუნე | ||
ფართობი | 185 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 61 მ. მ | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა[2] | ||
მოსახლეობა | 2,291,352[3][4][5] კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 9,589.2/კმ2 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 2,905,726 | ||
სასაათო სარტყელი | UTCUTC | ||
სატელეფონო კოდი | 030 | ||
ოფიციალური საიტი | ama.gov.gh | ||
ქალაქი აკრა წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს. ეს დასახლება აგრეთვე არის ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო ცენტრიც, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი.
XV საუკუნეში ამ ტერიტორიაზე პორტუგალიელებმა დასახლება დააარსეს, სწორედ ამ ტერიტორიიდან ისინი ეწეოდნენ ვაჭრობას. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ამ ადგილებზე კონტროლისთვის სამი სახელმწიფო: პორტუგალია, დანია და დიდი ბრიტანეთი დაობდა. თავიანთი პოზიციის განმტკიცების მიზნით თითოეულმა მხარემ, ამ ადგილებში ციხესიმაგრეების აგება დაიწყო. 1600 წლიდან აკრა ხდება ამ მხარეში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. 1850 წლიდან დასახლება ინგლისური კოლონია ოქროს ნაპირის ადმინისტრაციული ცენტრია. აკრა თანდათანობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 1862 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა.
განის დამოუკლიდებლობის შემდეგ, აკრაში მრავალი თანამედროვე შენობა აიგო. აკრა გაშენებულია გვინეის ყურის სანაპირო ზოლში. ქალაქში კლიმატი ეკვატორულია, აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 1000 მმ-დეა. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს მდინარე ვოლტა.