ალავის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ალავის პროვინცია შედის ბასკეთის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 51 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ალავის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან შვიდ კომარკაში: რიოხა-ალავესა (15 მუნიციპალიტეტი), კუადრილია-დე-ანიანა (10), კუადრილია-დე-სალვატიერა (8), კუადრილია-დე-გორბეიალდეა (6), მონტანია-ალავესა (6), კუადრილია-დე-აიალა (5) და კუადრილია-დე-ვიტორია (1).
ალავის პროვინციის ფართობია 3047 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 331 549 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ვიტორია, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია.[4] იგი ასევე ფართობითაც ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია (276,81 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ლაპუებლა-დე-ლაბარკა (5,99 კმ²)[5].