From Wikipedia, the free encyclopedia
ალან პინკერტონი (ინგლ. Allan Pinkerton; დ. 25 აგვისტო, 1819 — გ. 1 ივლისი, 1884) — შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელი დეტექტივი და ჯაშუში, ცნობილი როგორც „ალან პინკერტონის დეტექტიური სააგენტოს“ დამფუძნებელი.
პინკერტონი დაიბადა გლაზგოში, პოლიციის სერჟანტის ოჯახში, სადაც შეისწავლა კუპერის პროფესია და 1842 წელს აშშ-ში გადასახლდა. ქალაქ დანდიში (ჩიკაგოს მახლობლად) დასახლებისას მან გახსნა კუპერული მაღაზია. ერთხელ ის გადაეყარა ყალბი ფულის მჭრელებს, რომლებიც თვითონვე დაიჭირა. ასეთივე საქმეების გამო 1846 წელს იგი აირჩიეს დანდის შერიფად. მისმა სააგენტომ მალევე გაითქვა სახელი ბალტიმორში პრეზიდენტ ლინკოლნზე ტერატის გაუნებელყოფის შემდეგ და Adams Express-იდან მოპარული 700 000 დოლარის დაბრუნებით.
სააგენტომ პირველმა შეომიღო კრიმინალური ელემენტების ფოტოსურათების და დეტალური აღწერილობის გამოყენება. ფურცლები, რომლებზეც აღწერილობა იყო ჩაწერილი ვრცელდებოდა აშშ-ის ქალაქებში, ხოლო ფოტოსურათებთან ერთად ვრცელდებოდა ჯილდოს დაპირებაც.
დღეს პინკერტონის სააგენტო ეკუთვნის შვედურ ფირმას Securitas AB.
ალან პინკერტონი გახდა ცნობილი პერსონაჟის „დეტექტივთა მეფის“ ნატ პინკერტონის პროტოტიპი, წიგნები, რომელზეც ისტორიაში შევიდნენ როგორც „პინკერტოვნობა“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.