![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Kingdom_of_Albania.png/640px-Kingdom_of_Albania.png&w=640&q=50)
ალბანეთის სამეფო (შუა საუკუნეები)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბანეთის სამეფო (ალბ. Mbretëria e Shqipërisë, ლათ. Regnum Albaniae) — დააარსა შარლ I ანჟუელმა დღევანდელი ალბანეთის ტერიტორიაზე, რომელიც მან ეპირის დესპოტატისგან 1271 წელს დაიპყრო. მან მიიღო ალბანეთის მეფის ტიტული 1272 წლის სექტემბერში. სამეფოს ტერიტორია ქალაქ დურესიდან სანაპიროს ზოლის გაყოლებით სამხრეთით ბუტრინტიმდე ვრცელდებოდა.კონსტანტინოპოლისკენ წაწევის მისი შემდგომი მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა (ბერატის ალყა). შარლის პოზიციები ასევე დაასუსტა სიცილიაში მის წინააღმდეგ მომხდარმა წარმატებულმა აჯანყებამ. ალბანეთის სამეფო შემდგომში ეპიროტებმა შეავიწროვეს და მის მფლობელობაში მხოლოდ ქალაქი დურესი და მისი შემოგარენი დარჩა. მიუხედავად ამისა ის 1368 წელს კარლ ტოპიას მიერ დაპყრობამდე ანჟუ-სიცილიის დინასტიის გამგებლობაში რჩებოდა. 1392 კარლ ტოპიას შვილმა ქალაქი ვენეციის რესპუბლიკას ჩააბარა.
![]() |
ტერმინს „ალბანეთის სამეფო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალბანეთის სამეფო (მრავალმნიშვნელოვანი). |
ალბანეთის სამეფო Regnum Albaniae Mbretëria e Shqipërisë ნეაპოლის სამეფოს კოლონია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() ალბანეთის სამეფო მისი მაქსიმალური ტერიტორიით. | |||||||
დედაქალაქი | დურესი | ||||||
ენა | ალბანური, ლომბარდიული | ||||||
რელიგია | კათოლიციზმი | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
დინასტია | მეფე | ||||||
- 1272–1285 | შარლ I ანჟუელი | ||||||
- 1366–1368 | ლუდოვიკო | ||||||
შუა საუკუნეები | |||||||
ისტორია | |||||||
- დაარსება | 1272 | ||||||
- გაუქმება | 1368 | ||||||