ალბინიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბინიზმი (ლათ. albus. — „თეთრი“; ასევე უწოდებენ აქრომიას, აქრომაზიას და აქრომატოზს) — კანის, თმის, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის თანდაყოლილი არქონა ადამიანებსა და ცხოველებში; მცენარეებში — მწვანე შეფერილობის უქონლობა, ზოგჯერ მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე (ჭრელფოთლობა).
განარჩევენ სრულ და ნაწილობრივ ალბინიზმს. პიგმენტაციის ნაწილობრივ ან სრულად არმქონე ადამიანს ან ცხოველს ალბინოსი ეწოდება.