ალექსანდერ ზუპანი
ავსტრიელი გეოგრაფი და მეტეოროლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდერ ზუპანი (გერმ. Alexander Supan; დ. 3 მარტი, 1847, ინიხენი — გ. 7 ივლისი, 1920, ბრესლაუ) — ავსტრიელი გეოგრაფი და მეტეოროლოგი. წარმოშობით სლოვენიელი. 1881 წლიდან ჩერნოვცის უნივერსიტეტის პროფესორია, 1884-1909 წლებში იყო გეოგრაფიული ჟურნალის „Petermann’s geographische Mitteilungen“-ის რედაქტორი. 1909-1916 წლებში გეოგრაფიის პროფესორი ბრესლაუში. მისი მთავარი შრომაა საუნივერსიტეტო კურსი „ფიზიკური გეოგრაფიის საფუძვლები“, რომელიც გამოიცა ლაიფციგში 1884 წელს. მისი სხვა შრომები მიეძღვნა ავსტრია-უნგრეთის გეოგრაფიას, დედამიწის მოსახლეობის მიმოხილვას, ევროპის სახელმწიფოების კოლონიების ტერიტორიულ განვითარებას.
სწრაფი ფაქტები ალექსანდერ ზუპანი, დაბ. თარიღი ...
ალექსანდერ ზუპანი | |
---|---|
გერმ. Alexander Supan | |
დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1847(1847-03-03)[1] [2] |
დაბ. ადგილი | ინიხენი |
გარდ. თარიღი | 7 ივლისი, 1920(1920-07-07)[1] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ვროცლავი |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია ავსტრიის იმპერია |
საქმიანობა | გეოგრაფი, კარტოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჩერნოვცის უნივერსიტეტი და ვროცლავის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გრაცის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
ჯილდოები | კოთენიუსის მედალი |
დახურვა