From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე ბოგომაზოვი (რუს. Александр Константинович Богомазов; უკრ: Олександр Костянтинович Богомазов; დ. 26 მარტი, 1880 − 3 ივნისი, 1930) — უკრაინელი მხატვარი. ცნობილი ხელოვანი და რუსული ავანგარდის (ისტორიულად რუსული ავანგარდი აღნიშნავს XX საუკუნის დასაწყისში სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოების ხელოვანთა შემოქმედებას) თანამედროვე ხელოვნების თეორეტიკოსი. ზოგჯერ „უკრაინელ პიკასოდ“ მოიხსენიებენ.[1][2]
1914 წელს ბოგომაზოვმა დაწერა ტრაქტატი „მხატვრობა და ელემენტები“, რომელშიც იგი ობიექტებს, ხელოვანს, ნახატსა და მაყურებელს შორის ურთიერთკავშირზე საუბრობდა და თანამედროვე ხელოვნების თეორიული საფუძვლები ჩამოაყალიბა. ალექსანდრე ბოგომაზოვი ხელოვნების რამდენიმე მიმართულებაში მოღვაწეობდა. ყველაზე მეტად ცნობილია კუბიზმისა და ფუტურიზმის (1913-1917) და სპექტრალიზმის (1920-1930) ნაშრომებით.
ალექსანდრე ბოგომაზოვი იამპოლში, ხარკოვის გუბერნიაში, კონსტანტინე ბოგომაზოვის ოჯახში დაიბადა. 1896-1902 წლებში ბოგომაზოვი ხერსონში სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში სწავლობდა. 1902-1905 წლებში კიევის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე არქიპენკოსა და ალექსანდრა ექსტერთან.
1905 წელს პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და გაფიცვებში, რის გამოც კიევის სამხატვრო სკოლიდან გარიცხეს. 1906 წელს ს. სვიატოსლავსკის სტუდიაში სწავლობდა. არქიპენკოსთან ერთად კიევში გამოფენა გამართა. იმავე წელს მოსკოვში გადავიდა, სადაც ფიოდორ რერბერგისა და კონსტანტინ იუონის სტუდენტი გახდა.
1907 წელს ბოგომაზოვი კიევში დაბრუნდა, რის შემდეგაც რეგულარულად მართავდა გამოფენებს. შემდეგში მხატვართა ჯგუფს „Звено“ შეუერთდა. 1908 წელს კიევში დავიდ ბურლიუკთან, ვლადიმიტ ბურლიუკთან, ალექსანდრა ექსტერთან და სხვებთან ერთად გამოფენა მოაწყო.
1911 წელს ალექსანდრე ბოგომაზოვმა ფინეთში იმოგზაურა. 1912-1915 წლებში კიევში სმენა და მხედველობადაქვეითებულთა სკოლაში ასწავლიდა. 1913-1914 წლებში იტალიელი ფუტირისტების ნამუშევრებს სწავლობდა. ამ პერიოდში თავისი თეორიები შეიმუშავა და ესე „მხატვრობა და ელემენტები გამოაქვეყნა. 1914 წელს ალექსანდრა ექსტერთან, ევგენი კონოპაცკისთან და სხვებთან ერთად კიევში გამოფენა „ბეჭედი“ გამართა. 1915 წელს ბოგომაზოვი კავკასიაში მოღვაწეობდა, სადაც მასწავლებლად და მხატვრად მუშაობდა.
1919 წელს კიევში მხატვრობისა და დეკორატიული ხელოვნების პირველ სახელმწიფო სტუდიაში ასწავლიდა. 1922-1930 წლებში ვადიმ მელერთან, ვლადიმირ ტატლინთან და ვიქტორ პალმოვთან ერთად კიევის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. 1927 წელს „უკრაინის რევოლუციური ოსტატების ასოციასია“ დააფუძნა დ. ბურლიუკთან, ვადიმ მელერთან, ვ. პალმოვთან, ვ. ერმილოვთან და სხვებთან ერთად.
ალექსანდრე ბოგომაზოვი [1930]] წლის 3 ივნისს კიევში გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.