From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე დუბჩეკი (სლოვაკ. Alexander Dubček; დ. 27 ნოემბერი, 1921, უგროვეცი, ჩეხოსლოვაკია — გ. 7 ნოემბერი, 1992, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკიის სლოვაკი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 1968-1969 წლებში ეკავა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობა.
ალექსანდრე დუბჩეკი | |
ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 აპრილი, 1969 – 15 ოქტომბერი, 1969 | |
წინამორბედი | პეტერ კოლოტკა |
მემკვიდრე | დალიბორ ხანესი |
ჩკპ ცკ-ის პირველი მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 იანვარი, 1968 – 17 აპრილი, 1969 | |
წინამორბედი | ანტონინ ნოვოტნი |
მემკვიდრე | გუსტავ ჰუსაკი |
დაბადებული | 27 ნოემბერი, 1921 უგროვეცი, ჩეხოსლოვაკია |
გარდაცვლილი | 7 ნოემბერი, 1992 (70 წლის) პრაღა, ჩეხოსლოვაკია |
პოლიტიკური პარტია | ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია |
განათლება | კომენსკის უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
1968 წლის 4 იანვარს, ცკ-ს პლენუმმა, კომპარტიის პირველ მდივნად, ანტონინ ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია, რომელიც მანამდე სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. 1968 წლის თებერვალში, დუბჩეკი სოფლის მეურნეობის კოოპერატორთა ყრილობაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩეხოსლოვაკიაში განხორციელდეს სოციალიზმის დემოკრატიზაცია. ამ მხრივ მთავრობამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 3 მარტს გადადგა, როდესაც პრესაზე ნაწილობრივ გაუქმდა ცენზურა.
პრაღის გაზაფხულის პერიოდში შეეცადა ასევე სხვა რეფორმების გატარებას. მან სსრკ-საგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაშიც ბუნებრივია წააწყდა საბჭოთა წინააღმდეგობას. 1968 წლის 20-21 აგვისტოს ღამეს ვარშავის ხელშეკრულების ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ (ოპერაცია „დუნაი“) და ბოლო მოუღეს ალექსანდრ დუბჩეკის დემოკრატიულ რეფორმებს. 1968 წლის აგვისტოდან იგი დანებდა სსრკ-ს ზეწოლას და თანდათან მოხსნა თანამდებობიდან რეფორმატორი კომუნისტები. 1969 წლის აპრილში, თანამდებობიდან გადადგა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე დუბჩეკი. ქვეყანაში გუსტავ ჰუსაკის მმართველობა დაიწყო.
1989 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხავერდოვან რევოლუციაში.
გარდაიცვალა 1992 წლის 7 ნოემბერს, ორი თვით ადრე ავტოავარიაში მიღებული დაზიანებების შედეგად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.