ალექსანდრ შოვკოვსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრ შოვკოვსკი (უკრ. Олександр Володимирович Шовковський; დ. 2 იანვარი, 1975, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. უკრაინის თოთხმეტგზის ჩემპიონი, უკრაინის თასის ათგზის, უკრაინის სუპერთასის ექვსგზის და თანამეგობრობის თასის ოთხგზის მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უკრაინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ცხრაჯერ იყო დასახელებული უკრაინის წლის საუკეთესო მეკარედ.[1]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრ ვოლოდიმიროვიჩ შოვკოვსკი | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1975 (1975-01-02) (49 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
კიევი უკრაინის სსრ სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1986–1993 | დინამო კიევი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–2016 | დინამო კიევი | 426 | (0) |
1993 | → ცსკა კიევი | 2 | (0) |
1993–2006 | → დინამო-2 | 31 | (0) |
სულ | 459 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1993–1997 | უკრაინა 21 წლ. | 12 | (0) |
1994–2012 | უკრაინა | 92 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2018– | უკრაინა (თანაშემწე) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
2018 წლიდან უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა.[2]