From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსეი ვალერის ძე გონჩარუკი (უკრ. Олексій Валерійович Гончарук; დ. 7 ივლისი, 1984 წელი, ვინიცის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ)[1][2] — უკრაინის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი.
ალექსეი გონჩარუკი | |
უკრაინის მე-17 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 აგვისტო, 2019 – 4 მარტი, 2020 | |
პრეზიდენტი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
წინამორბედი | ვლადიმერ გროისმანი |
მემკვიდრე | დენის შმიგალი |
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მაისი – 29 აგვისტო, 2020 | |
პრეზიდენტი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
დაბადებული | 7 ივლისი, 1984 ვინიცის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 29 აგვისტოდან 2020 წლის 4 მარტამდე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე 2019 წლის 21 მაისიდან 29 აგვისტომდე.[3]
მამა — ვალერი იურის ძე გონჩარუკი, იყო ჯარისკაცი, მსახურობდა ერაყში. დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო კატასტროფაში.[4]
დედა — ტატიანა გონჩარუკი, მედიკოსი. როდესაც ალექსეი იყო 16 წლის, მისი დედა წავიდა სამუშაოდ იტალიაში და აქვე ცხოვრობს[5][6].
დაამთავრა №2 საშუალო სკოლა ქალაქ გოროდნიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვლადიმერ დიდის სახელობის სამართლის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა იურისპრუდენციის სპეციალობით. 2012 წელს დაამთავრა სახელმწიფო მმართველობის ეროვნული აკადემია. არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი.[7]
მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „ხალხის ძალის“ სიით, რომელმაც ხმების 0,11% მიიღო და ვერ გადალახა ბარიერი.[8][9]
2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე იყო ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს მრჩეველი.[10] შემდეგ გახდა ვიცე-პრემიერ-მინისტრის სტეფან კუბივის მრჩეველი.[11] ალექსეი გონჩარუკი ასევე არის მემარჯვენე-ლიბერალური პარტიის „ხალხი მნიშვნელოვანიას“ თანადამფუძვნებელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.