ალექსი დავითაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსი დავითაშვილი (დ. 21 ივნისი, 1974, ახმეტა) — ქართველი მოჭიდავე (ქართული ჭიდაობა), ძიუდოისტი (+95, +100 კგ, აბსოლუტური), სუმოისტი. საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000). იკავებდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას. კარიერის დასრულების შემდეგ, გამოდის სამბოსა და ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებზე ოსტატ-ვეტერანებს შორის.[1]
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 21 ივნისი, 1974 (1974-06-21) (49 წლის) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ახმეტა, საქართველოს სსრ, სსრკ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 188 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ქართული ჭიდაობა, ძიუდო, სუმო, სამბო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ძიუდოში ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში: 2002 (მარიბორი, სლოვენია), 2003 (ლონდონი, ინგლისი). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1994 (აბსოლუტური; გდანსკი, პოლონეთი), 1996 (გუნდური; სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), 2000 (აბსოლუტური; ვროცლავი, პოლონეთი), 2001 (+100 კგ; პარიზი, საფრანგეთი). მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორი:1996 (+95 კგ; მიუნხენი, გერმანია), 1999 (+100 კგ; მიუნხენი, გერმანია). მსოფლიო თასის ექვსგზის მფლობელი: 1998 (+100 კგ; თბილისი), 1999 (+100 კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2002 (+100 კგ; თბილისი), 2004 (+100 კგ; თბილისი), 2005 (+100 კგ; თბილისი), 2005 (+100 კგ; პრაღა, ჩეხეთი). მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1999 (+100 კგ; ლეონდინგი, ავსტრია), 2000 (+100 კგ; თბილისი). მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი: 1997 (+95 კგ; თბილისი). საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი: 1995 (+95 კგ; ჰერტოგენბოში, ნიდერლანდები), 1995 (აბსოლუტური; მაკონი, აშშ), 1997 (+95 კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2000 (+100 კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2000 (+100 კგ; ვარშავა, პოლონეთი). საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი: 1994 (+95 კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2000 (+100 კგ; სოფია, ბულგარეთი), 2003 (+100 კგ; ვარშავა, პოლონეთი). საქართველოს სამგზის ჩემპიონი: 1996 (+95 კგ; თბილისი), 1997 (+95 კგ; თბილისი), 2001 (+100 კგ; თბილისი). საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2008 (+100 კგ; თბილისი). საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2009 (+100 კგ; ქუთაისი). მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (საუნივერსიტეტო): 1994 (+95 კგ; მიუნსტერი, გერმანია). ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1993 (+95 კგ; არნემი, ნიდერლანდები). ვეტერანებში ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი: 2016 (+100კგ; მაიამი, აშშ),[2] 2017 (+100 კგ; ოლბია, იტალია),[3] 2018 (+100 კგ; კანკუნი, მექსიკა),[4] 2019 (+100 კგ; მარაკეში, მაროკო),[5] 2021 (+100 კგ; ლისაბონი, პორტუგალია),[6] 2022 (+100 კგ; კრაკოვი, პოლონეთი).[7] ვეტერანებში ევროპის ჩემპიონი: 2019 (+100 კგ; გრან-კანარია, ესპანეთი) მონაწილეობდა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც დამარცხდა I წრეში.
საქართველოს რვაგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1996, 1998, 1999, 2000, 2001, 2003, 2004, 2008).
სუმოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1998) და ბრინჯაოს პრიზიორი (1998, 1999, 2001).
სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (+100 კგ, ტაშკენტი, 2010).