ალექსი II (ბიზანტია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსი II კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Β’ Κομνηνός; დ. 10 სექტემბერი, 1169; კონსტანტინოპოლი — გ. ოქტომბერი, 1183; კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 1180-1183 წლებში. მანუელ I კომნენოსისა და მარია ანტიოქიელის ვაჟი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ რეგენტი და ფაქტობრივი მმართველი გახდა ალექსის დედა, მარია, რომელმაც შვილი ძალაუფლებას ჩამოაშორა. ზოგადად, ალექსი II-ის მმართველობა ხასიათდება შიდა დაპირისპირებებითა და გართულებული საგარეო მდგომარეობით, რომელზეც ბიზანტია შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენდა. იმპერატორი მოკლეს 1183 წელს 14 წლის ასაკში.
სწრაფი ფაქტები ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი, მმართ. დასაწყისი: ...
ალექსი II კომნენოსი | |
---|---|
Αλέξιος Β’ Κομνηνός | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 სექტემბერი, 1180 |
მმართ. დასასრული: | ოქტომბერი, 1183 |
წინამორბედი: | მანუელ I კომნენოსი |
მემკვიდრე: | ანდრონიკე I კომნენოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 სექტემბერი, 1169 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | ოქტომბერი, 1183 (14 წლის) |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
დინასტია: | კომნენოსთა |
მამა: | მანუელ I კომნენოსი |
დედა: | მარია ანტიოქიელი |
დახურვა