From Wikipedia, the free encyclopedia
ალინა კაბაევა (რუს. Алина Маратовна Кабаева; დ. 12 მაისი, 1983, ტაშკენტი) — რუსი ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე, მოდელი, მსახიობი და პოლიტიკოსი. არის რუსეთის სპორტის საპატიო ოსტატი. მხატვრულ ტანვარჯიშში მოპოვებული აქვს 2 ოლიმპიური მედალი. 14 მედალი აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატზე, 25 მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე. 2007-2014 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი პარტიიდან „ერთიანი რუსეთი“. 2014 წლიდან არის ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
კაბაევა ორდენით „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | ალინა მარატის ასული კაბაევა |
დაბ. თარიღი | 12 მაისი, 1983 |
დაბ. ადგილი | ტაშკენტი |
სიმაღლე | 166 სმ |
წონა | 50 კგ |
საიტი | kabaeva-alina.com |
სპორტი | |
ქვეყანა | რუსეთი |
სპორტი | ტანვარჯიში |
სახეობა | მხატვრული ტანვარჯიში |
მწვრთნელი | ირინა ვინერი |
ჯილდოები | ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი და მეგობრობის ორდენი |
კაბაევა, თათარი მამისა და რუსი დედის ოჯახში, დაიბადა ტაშკენტში, უზბეკეთის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში, 1983 წლის 12 მაისს.[1] კაბაევას მამა, მარატ კაბაევი, იყო პროფესიონალური ფეხბურთელი და ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის გამოცვლა უზბეკეთში, ყაზახეთსა და რუსეთში.
2002 წელს კაბაევა ისლამის მიმდევარი იყო.[2] 2003 წელს მოინათლა ქრისტიანად.[3]
2004 წელს ურთიერთობაში იყო პოლიციელ დავით მუსელიანთან.[4][5] მათი ურთიერთობა 2002 წელს დაიწყო და სამი წლის შემდეგ, 2005 წელს დასრულდა.[6]
2008 წლის აპრილში „Moskovsky Korrespondent“ წერდა რომ კაბაევას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან.[7]
კაბაევამ მხატვრული ტანვარჯიშში ვარჯიში 3 წლის ასაკში, მარგარიტა სამუილოვნასთან დაიწყო.[8] თინეიჯერობის პერიოდში, კაბაევა მოსკოვში გადავიდა, სადაც დედამისმა იგი მწვრთნელ ირინა ვინერთან მიიყვანა.[9] კაბაევამ კარიერის მანძილზე ოლიმპიადაზე 2 მედალი მოიპოვა. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ოლიმპიდაზე კაბაევამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 4 წლის შემდეგ, 2004 წელს ათენში გამართულ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კარიერა დაამთავრა 2007 წელს, 24 წლის ასაკში. კარიერის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა წლებში მოიპოვა 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.
2001 წელს კაბაევამ მიიღო მონაწილეობა იაპონურ ფილმში „Red Shadow“.[10]
2009 წლის მაისში კაბაევა გაემგზავრა იაპონიაში და ბიკინით მონაწილეობა მიიღო ფოტოგადაღებაში.
2011 წლის იანვარში კაბაევა გამოჩნდა „Vogue Russia“-ს გარეკანზე.[11][12] ამავე თვეში, დაიწყო მუსიკალური კარიერა და გამოჩნდა სცენაზე.[13]
ალინა კაბაევა | |
ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2014 |
პრეზიდენტი | ვლადიმერ პუტინი |
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2007 – 2014 | |
მოქალაქეობა | რუსეთი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი რუსეთი |
მამა | მარატ კაბაევი |
დედა | ლიუბოვი კაბაევა |
2005 წლიდან იყო რუსეთის სახალხო პალატის წევრი.[14]
2008 წლის თებერვლიდან იყო ეროვნული მედია ჯგუფის საჯარო საბჭოს თავმჯდომარე მედია ჯგუფი აკონტროლებს „იზვესტიას“, რუსეთის პირველ არხსა და „REN TV“-ს.[15]
2007-2014 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი პარტიიდან „ერთიანი რუსეთი“.[16][17]
2014 წლის სექტემბერში კაბაევამ დატოვა რუსეთის სახელმწიფო დუმა და დასთანხმდა ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნას, რომელიც რუსეთის უდიდესი კონგლომერატია..[18]
კაბაევას ხშირად აკრიტიკებენ გამოუცდელობისა და მაღალი ხელფასის გამო, მაშინ როდესაც ნიშნავენ მაღალ თანამდებობზე.[19][20] 2018 წელს გახდა მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი და მეგობრობის ორდენი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.