From Wikipedia, the free encyclopedia
ალი ჰასან მვინიი (სუაჰ. Ali Hassan Mwinyi; დ. 8 მაისი, 1925 — გ. 29 თებერვალი, 2024[1]) — ტანზანიის მეორე პრეზიდენტი 1985-1995 წლებში. 1990-1996 წლებში იყო პარტია ჩამა ჩა მაპინდუზის ლიდერი.
ალი ჰასან მვინიი | |
ტანზანიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 ნოემბერი, 1985 – 23 ნოემბერი, 1995 | |
წინამორბედი | ჯულიუს ნიერერე |
მემკვიდრე | ბენჟამინ მკაპა |
ზანზიბარის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 1984 – 17 ოქტომბერი, 1985 | |
წინამორბედი | აბუდ ჯუმბე მვინიი |
მემკვიდრე | იდრის აბდულ ვაქილი |
დაბადებული | 8 მაისი 1925 ზანზიბარი, ტანზანია |
გარდაცვლილი | 29 თებერვალი, 2024 (98 წლის) დარ-ეს-სალამი, ტანზანია |
პოლიტიკური პარტია | ჩამა ჩა მაპინდუზი |
მისი პრეზიდენტობის დროს გადაიდგა პირველი ნაბიჯები, რომელმაც შეანელა ქვეყნის სოციალისტური განვითარება. ზოგადად მვინიის მმართველობას ახასიათებს ლბერალიზაცია ზნეობის, რელიგიის, სოციალური ღირებულებებისა და ეკონომიკის სფეროში. იგი ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ ფანატიკოსებს და თვლიდა, რომ ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი და პირადი თავისუფლების რწმენა მოქალაქეებისათვის უმნიშვნელოვანესია.
პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ დატოვა დიდი პოლიტიკა და გააგრძელა ცხოვრება დარ-ეს-სალამში.
დაოჯახდა 1960 წელს, ჰყავს 14 შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.