ალფრედ ნობელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (დ. 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 10 დეკემბერი, 1896, სან-რემო, იტალია) — ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამმზადებელი და დინამიტის შემქმნელი. მან 355 სხვადასხვა პატენტი დაამზადა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი დინამიტია. სინთეზურ ელემენტს ნობელიუმი დაერქვა.[18] იგი ფლობდა ბოფორსს, შეიარაღების საწარმოს, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან ჭურვების სატყორცნ და შეირაღებისათვის საჭირო მოწყობილობების დამამაზადებელ ქარხანად გარდაქმნა. მას შემდეგ რაც მან წაიკითხა გაზეთში გამოქვეყნებული ნაადრევი ნეკროლოგი მისი გარდაცვალების შესახებ, რომელშიც ავტორმა დაგმო ნობელის მიერ იარაღის გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება, მან გადაწყვიტა, თავისი მემკვიდრეობა დაეტოვებინა ნობელის პრემიისათვის.[19][20] მისი სახელი ასევე დარჩა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „დინამიტი ნობელი“ და „აკზონობელი“, რომლებიც ნობელის მიერ დაფუძნებული კომპანიების შერწყმის შედეგები არიან.
ალფრედ ნობელი | |
---|---|
Alfred Bernhard Nobel | |
დაბ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 1833(1833-10-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | Jakob and Johannes parish, სტოკჰოლმი[2] |
გარდ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1896(1896-12-10)[10] [11] [3] [4] [5] [6] [7] [8] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | სან-რემო, იტალია[1] [12] |
დასაფლავებულია | ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[13] [14] |
მოქალაქეობა | შვედეთი |
საქმიანობა | ქიმიკოსი[1] , industrialist, ფილანტროპი, ფოტოგრაფი, weapons manufacturer და ინჟინერი |
მეუღლე | |
მამა | ემანუელ ნობელი[2] |
დედა | კაროლინა ანდრიეტა ალსელი[2] |
ჯილდოები | ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[15] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[16] , პოლარული ვარსკვლავის ორდენის რაინდი[16] , იტალიის გვირგვინის ორდენის ოფიცერი[16] , Officer of the Imperial Order of the Rose[16] , Knight Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus[16] , ჯონ ფრიცის მედალი[17] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[16] და Officer of the Order of the Southern Cross[16] |
ხელმოწერა | |