![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a5/Alzheimer%2527s_disease_brain_comparison.jpg/640px-Alzheimer%2527s_disease_brain_comparison.jpg&w=640&q=50)
ალცჰაიმერის დაავადება
From Wikipedia, the free encyclopedia
ალცჰაიმერის დაავადება (AD), ასევე ცნობილი, როგორც ალცჰაიმერი — ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება), რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება[1][2][2]. დემენციის გამომწვევ მიზეზებს შორის, ალცჰაიმერი ყველაზე ხშირად — გამოვლენილ შემთხვევათა 60-70%-ში სახელდება. დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე, ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება[1]. დაავადების პროგრესირებისთანავე, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მეტყველების პრობლემებს, დეზორიენტაციას, ხასიათიში გამოვლენილ ცვლილებებს, მოტივაციის დაკარგვას და ქცევითი საკითხების გართულებას[1][2]. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე ადამიანი ოჯახთან და საზოგადოებასთან არსებულ ურთიერთობას წყვეტს[3]. თანდათან, სასიცოცხლო ფუნქციები ირღვევა, რაც საბოლოოდ, ფატალური შედეგით მთავრდება[3]. მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის პროგრესირება ინდივიდუალურია, დაავადების განვითარების საწყისი პერიოდიდან დაავადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-9 წელია[4][5].
ალცჰაიმერის დაავადება | |
---|---|
![]() | |
თავის ტვინის ნორმალური აგებულება (მარცხნივ) და ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანის თავის ტვინი (მარჯვნივ). მახასიათებლები, რომლებიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებთ. | |
დარგი | ნევროლოგია |
სიხშირე | 5.05% (ევროპა) |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 490 |
ICD-10 | G30., F00. |
ICD-9 | 331.0, 290.1 |
OMIM | 104300 |
MedlinePlus | 000760 |
Patient UK | ალცჰაიმერის დაავადება |
MeSH | D000544 |
GeneReviews |
ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება[1]. დაავადების გამომწვევი რისკების დაახლოებით 70%, გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ასევე, ალცჰაიმერი, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ქალის დაზიანებამ, დეპრესიამ ან არტერიულმა ჰიპერტენზიამ[1].